Privacy and Data

მოცემულ განცხადებაში კონფიდენციალობის დაცვის შესახებ, განმარტებულია, როგორ ამუშავებენ John Deere და მის დაქვემდებარებაში მყოფი შვილობილი კომპანიები პერსონალურ მონაცემებს. ეს განცხადება ასევე პასუხობს კონკრეტულ კითხვებს, რომლებიც შეიძლება გქონდეთ შეგროვებული მონაცემების კონფიდენციალობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მოცემული განცხადება ეხება ცალკეულ პირებს, ვისთანაც გვაქვს ურთიერთობა, ჩვენი ვებსაიტების, აპლიკაციების (ვებ ან მობილური), ან ონლაინ პროდუქტებია და სერვისების ვიზიტორებისა თუ მომხმარებლების ჩათვლით; ამჟამინდელ და პერპსექტიულ კლიენტებს; კორპორატიული მომხმარებლებისა და გამყიდველების ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს; ავტორიზებული დილერებისა და დისტრიბუტორების ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს; ჩვენი ობიექტების, მუზეუმებისა და ატრაქციონების ვიზიტორებს და ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების სხვა მიმღებ პირებს. ჩვენ მივმართავთ იმ ადამიანებს, ვისი პერსონალური მონაცემებიც მუშავდება ისე, როგორც "თქვენ" ამ განცხადებაში.

პერსონალური მონაცემების გაზიარება ხდება John Deere Group-ის წევრებთან. John Deere Group-ის წევრების სია ხელმისაწვდომია აქ და სავალდებულო კორპორატიული წესები-ის ფარგლებში. John Deere Group-ის წევრებმა შეიძლება ერთობლივად დაამუშაონ პერსონალური მონაცემები გარკვეულ გარემოებებში.

ქვეყნისთვის ან პროდუქტისთვის დამახასიათებელი დამატება კონფიდენციალობის შესახებ შეიძლება ეხებოდეს John Deere-ის მიერ შემოთავაზებული კონკრეტულ პროდუქტებთან ან სერვისებთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავებას, რისთვისაც შეიძლება საჭირო იყოს პერსონალური მონაცემების დამატებითი კატეგორიების დამუშავება ან დამუშავება სხვა მიზნებისთვის.

John Deere-ის პროდუქტები და სერვისები ვრცელდება უფლებამოსილი დილერებისა და დისტრიბუტორების ქსელის საშუალებით. ხსენებული უფლებამოსილი დილერებისა და დისტრიბუტორების უმრავლესობა სხვადასხვა მფლობელის დაქვემდებარებაში და ოპერირებადი ბიზნესია, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ პერსონალური ინფორმაციის დაცვის საკუთარი გარანტიები.

1. პერსონალური მონაცემების ტიპები, რომელსაც ვაგროვებთ

ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. ამ თავში მოცემულია რამდენიმე ზოგადი მაგალითი. თქვენი ქვეყნის/რეგიონისა და მოქმედი კანონის თანახმად, ქვემოთ მოცემული მაგალითები შეიძლება ჩაითვალოს პერსონალურ მონაცემებად და/ან შეგროვდეს თქვენგან.

პერსონალური დეტალები და საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახელი, დაბადების თარიღი, სახელმწიფო იდენტიფიკატორები, ხელმოწერა, გამოსახულება
  • მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი
  • დემოგრაფიული ინფორმაცია (როგორიცაა, სქესი, ოჯახური მდგომარეობა, საშინაო მეურნეობა, ზოგადი ადგილმდებარეობა)
  • მომხმარებლის სახელი, პაროლი, სოციალური ქსელის პროფილი
  • GPS ლოკაცია

2. როგორ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს

პერსონალურ მონაცემებს ჩვენ ვაგროვებთ სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის: 

ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ უშუალოდ თქვენგან:

ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს, როდესაც თქვენ ჩვენთან ურთიერთობთ. თქვენ შეგიძლიათ პერსონალური მონაცემები მოგვაწოდოთ ელექტრონულად, წერილობით ან სიტყვიერად. ზოგადი ურთიერთობები, როდესაც თქვენს პერსონალურ მონაცემებს გვაწვდით, გულისხმობს, როდესაც თქვენ:

  • რეგისტრირდებით ან იძენთ მომსახურებას ან ყიდულობთ პროდუქტებს და მოწყობილობას
  • ანგარიშზე რეგისტრაცია
  • ისარგებლეთ ჩვენი ონლაინ სერვისებით, მათ შორის, ჩვენი ვებსაიტით
  • დარეგისტრირდით, რომ მიიღოთ სიახლის წერილი
  • დაგვიკავშირდით კლიენტთა მომსახურების მიზნით ან დაარეგისტრირეთ თქვენი გარანტია
  • გააკეთეთ განაცხადი დაფინანსებაზე
  • უპასუხეთ კვლევებს

3. როგორ ვიყენებთ პერსონალურ მონაცემებს ("მიზნები")

ჩვენ დავამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს, როდესაც დავრწმუნდებით, რომ ამის შესაბამისი კანონიერი საფუძველი გვაქვს. პერსონალური მონაცემების დამუშავების ზოგადი კანონიერი საფუძვლები და მიზნები მოიცავს შემდეგ, თუ არ მოქმედებს სხვა კანონიერი საფუძველი ქვეყნის ან პროდუქტის შესახებ კონკრეტული კანონების მოთხოვნების შესაბამისად:

დამუშავება საკონტრაქტო ვალდებულებების შესასრულებლად: ჩვენ ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს თქვენს მიმართ ჩვენი საკონტრაქტო ვალდებულებების შესასრულებლად. ეს დამუშავება ითვალისწინებს:

  • პერსონალური მონაცემების შეგროვებას და გამოყენებას მოთხოვნილი პროდუქტებისა და სერვისების უზრუნველსაყოფად
  • თქვენს მიერ მოთხოვნილი საქონლის და მომსახურების მიწოდებას
  • დაკავშირებული სერვისების შემთხვევაში, როგორიცაა პროდუქტის მიწოდება, ტექ.მომსახურება, კლიენტისა და პროდუქტის მხარდაჭერა და მომსახურება (საგარანტიო მომსახურების ჩათვლით), დაფინანსება, საიჯარო და საკრედიტო სერვისები და ონლაინ სერვისების მუშაობა
  • თქვენი კრედიტუნარიანობის შეფასებას, ზოგიერთ ქვეყანაში/რეგიონში ეს სრულდება გადაწყვეტილების ავტომატური მიღების გზით
  • თქვენი ანგარიშის მომსახურებას და შეგროვებას, თქვენს დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემას, თქვენი უკუკავშირის დამუშავებას და თქვენთვის დახმარების აღმოჩენას
  • თქვენთვის ზოგადი სამომხმარებლო მომსახურების გაწევას და ჩვენს სერვისებთან დაკავშირებით თქვენს მოთხოვნებსა და პრეტენზიებზე რეაგირებას
  • დაკავშირებულ სერვისებთან და აპლიკაციებთან თქვენი წვდომის შენარჩუნებას
  • ტექ.მომსახურებასთან, ხელმისაწვდომობასთან, ფუნქციონალობასთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით თქვენთვის სამომსახურეო კომუნიკაციის საშუალებების გამოგზავნას

4. რატომ აზიარებს პერსონალურ მონაცემებს John Deere-ი

პერსონალურ მონაცემებს ჩვენ ვაზიარებთ ქვემოთ აღწერილი საშუალებებითა და მიზნებისთვის და წინამდებარე კონფიდენციალობის განაცხადისა და ნებისმიერი ტრანზაქციის კონკრეტული დოკუმენტის შესაბამისად, თუ სხვაგვარად არ მოვახდენთ თქვენს ინფორმირებას, ან თუ დამუშავება არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას:

  • John Deere Group-ს, როდესაც ამგვარი გაზიარება გვეხმარება, მოგაწოდოთ ჩვენი სერვისები ან პროდუქტები აბ ვმართოთ ჩვენი საქმიანობა
  • სხვა კომპანიებს, ჩვენთვის სპეციალიზებული ან პროფესიონალური ფუნქციების შესასრულებლად
  • მესამე მხარის სერვის პროვაიდერებს (ვინც იმუშავებს ჩვენთან გაფორმებულ წერილობითი შეთანხმებით გათვალისწინებული მითითებების ფარგლებში), რაც დაგვეხმარება მოგაწოდოთ ინფორმაცია, პროდუქტები ან სერვისები, წარვმართოთ და ვმართოთ ჩვენი საქმიანობა, ან ვმართოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქტები ან სერვისები. თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენ ვუზიარებთ მესამე მხარეებს მომსახურების გაწევის მიზნით შესაბამისი საკონტრაქტო შეზღუდვებისა და უსაფრთხოების ზომების შესაბამისად. მესამე მხარეები გულისხმობს IT სერვის პროვაიდერებს, რომლებიც გვეხმარებიან ვმართოთ ჩვენი IT და დამხმარე საოფისე სისტემები და დანადგარების სერვისები, ინტერნეტ და პროგრამული სერვისების ჩათვლით: მონაცემების ჰოსტინგი, მონაცემების გარდაქმნა და ღრუბლოვანი დაანგარიშების შესაძლებლობები, ანგარიშის მართვა და უსაფრთხოების შემოწმება, შეცდომების აღმოფხვრა, შეცდომების აღწერა და გამოყენების ანალიტიკა, ასევე მობილური ტელეკომუნიკაციის პროვაიდერები

5. ქუქი და შეგროვების მსგავსი ტექნოლოგიები

ტექნიკური ინფორმაცია, რომელიც ასევე შეიძლება შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს (თქვენი ბრაუზერის ტიპი, სამუშაო სისტემა, IP მისამართი, დომენის სახელი), შეიძლება შეგროვდეს ქუქი ფაილებისა და სხვა სათვალთვალო ტექნოლოგიების საშუალებით (როგორიცაა გამჭვირვალე GIF ფაილები). დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ ქუქი განცხადებები საწყისი გვერდის ბოლოს.

6. როგორ უნდა ნახოთ და აკონტროლოთ თქვენი პერსონალური მონაცემები

თქვენ გაქვთ გარკვეული უფლებები პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით, გარკვეული გამონაკლისების გათვალისწინებით და თქვენი ქვეყნის/რეგიონის მიხედვით და ზოგ შემთხვევაში, დამუშავების საქმიანობის მიხედვით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. თუ თქვენ გაქვთ ეს უფლებები თქვენს ქვეყანაში/რეგიონში, როგორიცაა ევროკავშირი/გაერთიანებული სამეფო და გსურთ დამუშავების პროცესთან წვდომა, შესწორება, განახლება, მოითხოვოთ წაშლა, მოითხოვოთ ინფორმაცია, შეეწინააღმდეგოთ ან მოითხოვოთ დამუშავების აკრძალვა, მოითხოვოთ მონაცემების პორტატულობა, არ იყოთ დამოკიდებული მხოლოდ ავტომატური დამუშავების საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე ან მიიღოთ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული სხვაგვარი ზომები, ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, თუ დაგვიკავშირდებით ქვევით თავში 12 ("როგორ დაგვიკავშირდეთ") მითითებული საკონტაქტო მონაცემების საშუალებით.

თუ ჩვენ დავამუშავეთ პერსონალური მონაცემები თქვენი თანხმობით, შემდეგ თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი თანხმობა. თქვენი თანხმობის გაუქმება არ იმოქმედებს ჩვენს მიერ თანხმობის გამოთხოვამდე დამუშავების რომელიმე პროცესის კანონიერებაზე, მას ასევე არ ექნება გავლენა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, რომელიც განხორციელდა თანხმობის ნაცვლად დამუშავების კანონიერი საფუძვლის შესაბამისად.

გარკვეულ ქვეყნებში/რეგიონში თქვენ უფლება გაქვთ, პრეტენზიით მიმართოთ თქვენს ადგილობრივ სამეთვალყურეო ორგანოში, თუ რაიმე კითხვები გექნებათ იმასთან დაკავშირებით, როგორ ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს. გთხოვთ, ჯერ ჩვენთან მოაგვაროთ ნებისმიერი საკითხი, თუმცა უფლება გაქვთ დაუკავშირდეთ თქვენს სამეთვალყურეო ორგანოს ნებისმიერ დროს.

7. ინფორმაციისა და მონაცემთა უსაფრთხოება

ჩვენ განვახორციელეთ და შევიმუშავეთ შესაბამისი ტექნიკური ა საორგანიზაციო დაცვის ზომები, პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც შექმნილია პერსონალური მონაცემების შემთხვევითი განადგურების ან დაკარგვის, ან არასანქცირებული გამჟღავნების ან მათთან წვდომის რისკის შესამცირებლად. ჩვენი კიბერუსაფრთხოების პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი კომპანიის ბოლო სტაბილურობის ანგარიში ან დაგვიკავშირდით ქვევით მე-12 თავში მითითებული საკონტაქტო მონაცემების გამოყენებით.

8. მონაცემების შენახვა

ჩვენ შევინახავთ პერსონალურ მონაცემებს იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა იმ მიზნებისთვის, რისთვისაც მოხდა მათი შეგროვება, როგორც ეს განმარტებულია მოცემულ კონფიდენციალობის განაცხადში ან რომელიმე ტრანზაქციის კონკრეტულ დოკუმენტში. ზოგ გარემოებაში, ჩვენ შეიძლება შევინახოთ პერსონალური მონაცემები ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მაგალითად, როდესაც ამის საჭიროება არსებობს კანონიერი, მარეგულირებელი, საგადასახადო ან საანგარიშგებო მოთხოვნების თანახმად. კონკრეტულ გარემოებებში, ჩვენ შეიძლება შევინახოთ პერსონალური მონაცემები ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმისათვის, რომ გვქონდეს თქვენი ჩვენთან გარიგებების ზუსტი ჩანაწერი რაიმე პრეტენზიის ან პრობლემების შემთხვევისთვის, ან თუ ჩვენ გონივრულად გადავწყვეტთ, რომ არსებობს სასამართლო დავის პერსპექტივა პერსონალურ მონაცემებთან ან თქვენს გარიგებებთან დაკავშირებით. პერსონალური მონაცემების შენახვა ხდება ჩვენი ჩანაწერების შენახვის გრაფიკისა და მოქმედი კანონის პირობების შესაბამისად. ჩვენი ჩანაწერების შენახვის გრაფიკისა და მოქმედი კანონიერი მოთხოვნების თანახმად, ჩვენ წავშლით და/ან მოვახდენთ პერსონალური მონაცემების ანონიმიზაციას, როდესაც ისინი საჭირო აღარ იქნება.

9. პერსონალური მონაცემების გადაცემა გლობალურად

John Deere-ი მთელს მსოფლიოში ოპერირებს. შესაბამისად, პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაიცეს და შეინახოს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირში ("EU"), ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრაზილიაში, ინდოეთში და სხვა ქვეყნებში, სადაც John Deere-ს აქვს/ჰყავს ოფისები, ავტორიზებული დილერები და დისტრიბუტორები, ან სერვის პროვაიდერები. აღნიშნულ ქვეყნებში ხშირად მონაცემთა დაცვის განსხვავებული სტანდარტებია. ამ განსხვავებების გაანალიზებით, როდესაც პერსონალურ მონაცემებს სხვა ქვეყნებში გადავცემთ, ჩვენ დავიცავთ ამ ინფორმაციას ისე, როგორც ეს ქვევით, წინამდებარე კონფიდენციალობის განაცხადშია აღწერილი ან იმ წესების თანახმად, რომელთა შესახებაც გეცნობებათ მონაცემების შეგროვების დროს.

John Deere-ი მიიღებს შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ პერსონალური მონაცემების გადაცემა და მართვა მოხდეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად და სიფრთხილით თქვენი კონფიდენციალობის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. ჩვენ დავადგინეთ და შევიმუშავეთ "სავალდებულო კორპორატიული წესები" (BCR-ები) John Deere Group-ის ევროკავშირის წევრებისთვის, რომლებიც აღიარებულია ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ორგანოების მიერ და რომლებიც უზრუნველყოფენ პერსონალური მონაცემების დაცვის შესაბამის დონეს, რომელსაც ჩვენ გლობალურად ვამუშავებთ. ჩვენი BCR-ების ასლი ხელმისაწვდომია აქ: აქ.

10. ბავშვების კონფიდენციალობა

John Deere-ის ვებსაიტი და აპლიკაციები არ არის განკუთვნილი ბავშვებისა და მოზარდებისთვის და ჩვენ შეგნებულად არ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს 18 წლამდე ასაკის ბავშვებისგან. თუ გჯერათ, რომ ჩვენ ვამუშავებთ ბავშვთან დაკავშირებულ ინფორმაციას, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოცემულ თავში "როგორ დაგვიკავშირდეთ" ინფორმაციის საშუალებით, რათა შევძლოთ ამ საკითხის გამოძიება და მონაცემების შეზღუდვა.

11. ცვლილებები წინამდებარე კონფიდენციალობის განაცხადში

დროდადრო ჩვენ შეიძლება განვაახლო ეს განაცხადი ახალი ან განსხვავებული კონფიდენციალობის პრაქტიკის გამოსახატავად. ცვლილების შეტანის შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება გადავხედავთ "ბოლო განახლების" თარიღს, რომელიც მითითებულია ამ განაცხადის ბოლოს.

12. როგორ დაგვიკავშირდეთ ჩვენ/საერთო კონტროლერებს

ჩვენი კონფიდენციალობის პრაქტიკის ან წინამდებარე კონფიდენციალობის განაცხადის შესახებ ნებისმიერი კითხვის ან შენიშვნის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით. ჩვენს მიერ დანიშნული მონაცემების კონფიდენციალობის ოფიცრები (ან მსგავსი) ასევე მითითებული არიან აქ.

განმარტებები

პერსონალური მონაცემები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. ეს ხშირად ნიშნავს იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირთან ("მონაცემების სუბიექტი") დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციას. იდენტიფიცირებადი ფიზიკური პირი ნიშნავს პირს, რომლის იდენტიფიცირებაც შეიძლება პირდაპირ ან არაპირდაპირ, განსაკუთრებით, იდენტიფიკატორის მითითებით, როგორიცაა სახელი, საიდენტიფიკაციო ნომერი, ადგილმდებარეობის მონაცემები და აშ.

სამხრეთ აფრიკასა და არგენტინაში, კორპორატიული იურიდიული პირების პერსონალური მონაცემები ასევე დაცულია მონაცემთა კონფიდენციალობის შესახებ მოქმედი კანონმდებლობით. სამხრეთ აფრიკასა და არგენტინაში ამგვარი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას, ჩვენ დავამუშავებთ მათ წინამდებარე კონფიდენციალობის განაცხადის პირობების მიხედვით.

დამუშავება მოქმედი კანონმდებლობით მიხედვით გულისხმობს შემდეგს და არა მარტო, მონაცემების შეგროვებას, შენახვას, გამოყენებას, შეფასებას, შეცვლას, წაშლას, განადგურებას ან გაზიარებას.

მანქანური მონაცემები არის თქვენი მოწყობილობის ან თქვენს მოწყობილობასთან დაკავშირებული ნებისმიერი აპარატურის ან მოწყობილობის მიერ გენერირებული, შეგროვილი ან შენახული მონაცემები.

მოქმედი კანონმდებლობა ნიშნავს მონაცემების უსაფრთხოებასთან, მონაცემების დაცვასთან, კონფიდენციალობასთან და/ან პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შესაბამის და მოქმედ კანონს, წესებს, რეგულაციას, დეკრეტს, სტატუტს, ნორმატიულ აქტს, ბრძანებას, მანდატს და გადაწყვეტილებას და რომელიც ეხება John Deere Group-ს.

კონტროლერი ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, საჯარო ორგანოს, სააგენტოს ან სხვა ორგანოს, რომელიც მარტო ან სხვებთან ერტად, განსაზღვრავს პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს.

Deere-ის კომპანია, ვისთანაც თქვენ თავდაპირველი ურთიერთობა გაქვთ, არის ცალკეული პირებისგან შეგროვილი პერსონალური მონაცემების კონტროლერი წინამდებარე განაცხადის ფარგლებში. ეს პირი შეიძლება განსხვავდებოდეს სიტუაციის მიხედვით. ეს შეიძლება იყოს ორგანიზაცია, რომელმაც გააფორმა მომსახურების/მომარაგების ხელშეკრულება თქვენთან ან თქვენს დამსაქმებელთან, ორგანიზაცია, რომელმაც უზრუნველგყოთ მარკეტინგული და სარეკლამო მასალებითა და საკომუნიკაციო საშუალებებით; ძირითადი ორგანიზაცია ქვეყანაში, რომელიც მართავს John Deere-ის ვებსაიტს, რომელსაც თქვენ ეწვიეთ, ორგანიზაცია, რომელიც მართავს ადგილობრივ ობიექტებს, რომელსაც თქვენ ესტუმრეთ, ორგანიზაცია, რომელმაც მოახდინა ღონისძიების (თანა)ორგანიზება და აშ.

თუ მონაცემების დამუშავებაზე ერთზე მეტი სუბიექტია, მაგალითად: როდესაც Deere-ის ორი ორგანიზაცია ერთობლივად აფორმებს ბიზნეს ხელშეკრულებას თქვენს კომპანიასთან, ამგვარი ორგანიზაციები ერთობლივად არიან პასუხისმგებელი მონაცემების დამუშავების კონკრეტული ქმედების კანონიერებაზე ("ერთობლივი მაკონტროლებლები").

ზოგიერთ შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება დაამუშაოს Deere-ის ერთზე მეტმა ორგანიზაციამ, როგორც დამოუკიდებელმა კონტროლერებმა. კონტროლის შესახებ ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (საკონტაქტო ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი 12).

Last Updated: December 20, 2022